fbpx
საზოგადოება

ბერძენი მამაკაცი, რომელიც უკვე სახლში უნდა გაეწერათ, საავადმყოფოს მე-7 სართულიდან გადახტა

ტრაგედია ვოლოსში მოხდა, სადაც 62 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, თუმცა, შედარებით მსუბუქ ფორმებში გადაიტანა, თითქმის გამოჯანმრთელდა და უახლოეს დღეებში საავადმყოფოდან გაწერასაც უპირებდნენ.

გაურკვეველია, თუ რატომ, თუმცა, მამაკაცი საავადმყოფოს მე-7 სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ