fbpx
საბერძნეთი

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მზადყოფნა ამინდის გაუარესებისთვის – გაფრთხილება მოსახლეობას

როგორც უკვე ცნობილია, ხვალიდან საბერძნეთში ამინდი საგრძნობლად გაუარესდება და კვირამდე კვლავ დროებითი ზამთარი გველის. ჩრდილოეთ ევროპიდან შემოჭრილი ჰაერის მასები გამოიწვევს ნალექის მოსვლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც წვიმის, ასევე თოვლის სახით.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოს საბერძნეთში თოვლმა სერიოზული პრობლემები შექმნა, სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მზადყოფნას აცხადებს, რომ მოსახლეობის ინფორმირება მოხდეს და მათ რაიმე სახის ზიანი არ მიადგეთ.

კერძოდ, სადაც თოვა და ძლიერი სიცივეა მოსალოდნელი (საბერძნეთის ჩრდილოეთი ნაწილი), მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ:

  • მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულნი გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
  • მანქანაში ჰქონდეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები და ავზი სავსე ჰქონდეთ საწვავით.
  • თუ დაფიქსირდება თოვლი და მოყინვა გზებზე, უპირატესობა მიანიჭონ ცენტრალურ გზატკეცილებს.
  • აცნობონ ახლობლებს, თუ რა მარშრუტით აპირებენ გადაადგილებას, ყოველი შემთხვევისთვის.
  • ერთგულად შეასრულონ კომპეტენტური ორგანოების მითითებები, გზებზე შექმნილი პრობლემების შემთხვევაში.

სინოპტიკოსები ფლორინაში ტემპერატურის უკიდურესად დაცემას პროგნოზირებენ, ათენის ცენტრში კი, ჰაერი კვირის ჩათვლით მაქსიმუმ 8-9 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ