fbpx
საბერძნეთი

კვლევა: ბერძნების 51% უკრაინას უჭერს მხარს, 15% რუსეთს ემხრობა, 34% კი, არცერთს არ ამართლებს

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული ადევნებს თვალყურს. Interview-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა, გამოკითხული ბერძნების რა ნაწილი უცხადებს უკრაინას მხარდაჭერას და რა ნაწილი ამართლებს რუსეთის ქმედებებს.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხული ბერძნებიდან ყოველი მეორე უკრაინას უჭერს მხარს და მათი რაოდენობა 51%-ია, 34% ფიქრობს, რომ არცერთი მხარე არ არის მართალი, ხოლო 15% აცხადებს, რომ რუსეთის მომხრეა.

ბერძნების მხრიდან უკრაინელების მიმართ სიმპათია აშკარაა, ვინაიდან მათი უმეტესობა ემხრობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს (63%), ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა (83%) ეთანხმება უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და მათთვის 12 თვიანი ბინადრობისა და მუშაობის უფლების მიცემას.

რაც შეეხება იარაღის გაგზავნის საკითხს, ბერძნების უმრავლესობა არ უჭერს მხარს მიცოტაკის ამ ნაბიჯს, უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ საბერძნეთს ნეიტრალური პოზიცია უნდა ჰქონდეს, თუმცა, არჩევანის წინაშე დადგომის შემთხვევაში, ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნება საბერძნეთმა უკრაინის მხარე დაიჭიროს. ასე თვლის 37%, ხოლო მხოლოდ 3%-ია ისეთი, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს.

onalem

ტესტ