fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა – წვიმა და ჭექა-ქუხილი დღეს საღამოდან

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს საათებიდან საბერძნეთში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ნავარაუდევია ნალექი წვიმის სახით, რასაც თან დაერთვება ძლიერი ჭექა-ქუხილი.

კერძოდ, ფენომენი განსაკუთრებით აქტიური იქნება ეპირუსში, დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში, მთიან და ნახევრადმთიან რეგიონებში. ასევე, პელოპონისოში.

ჩრდილოეთ საბერძნეთში მოსალოდნელია 15-დან 30 გრადუსამდე, ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში – 17-დან 32 გრადუსამდე, დასავლეთში კი 16-დან 32 გრადუსამდე.

ატიკაში ნავარაუდევია უმეტესად მზიანი ამინდი, ჰაერი 21-დან 32 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია მზიანი ამინდი, თუმცა, პერიოდულად მცირე მოღრუბლულობა. ტემპერატურა 19-დან 28 გრადუსამდე იმერყევებს. მთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა და ჭექა-ქუხილი.

onalem

ტესტ