fbpx
საზოგადოება

ალექსანდრუპოლში მატარებელმა არალეგალი ემიგრანტი გაიტანა

ტრაგიკული ინციდენტი გუშინ დილით ალექსანდრუპოლის ტერიტორიაზე მოხდა. საქალაქთაშორისო მატარებელმა არალეგალი ემიგრანტი გაიტანა, რომელსაც რელსებზე ეძინა.

ყველაფერი კი მისი მეგობრის თვალწინ მოხდა, რომელმაც როცა გაიგონა, რომ მატარებელი მოდიოდა, ადგომა და გადასვლა მოასწრო, თუმცა, შოკურ მდგომარეობაში მყოფმა, ვერ გაიაზრა, რომ მეორე მათგანი ისევ იქ იწვა.

როგორც ცნობილია, ისინი საბერძნეთში არალეგალური გზით, მდინარე ევროსიდან გადმოვიდნენ და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაძინებლად გაჩერდნენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილიც და მისი მეგობარიც ავღანელია.

მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია მატარებლის მძღოლიც, რომელიც თავდაპირველად დააკავეს, თუმცა, გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

onalem

ტესტ