fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთის ფოსტა ΕΛΤΑ გაკოტრების პირასაა

საბერძნეთის ეროვნული საფოსტო კომპანია ΕΛΤΑ გაკოტრების რისკის ქვეშ დგას. ΕΛΤΑ სრულ კრახს განიცდის იმ შემთხვევაში, თუ არ გატარდება გარკვეული რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს ძირითადი მომსახურების კომპენსაციას.

ფოსტის ბიუჯეტში უკვე არსებობს ”შავი ხვრელი”, რომელიც 100 მილიონ ევროს შეადგენს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტმა კენჭი უყარა კომპენსაციის სახით 15 მილიონი ევროს გადახდას ყოველწლიურად 2013-დან 2015 წლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ენერგეტიკის ბაზარზე შესვლა და ელეტქრო ენერგიის გაყიდვა გადაწყვიტა, ეს ნაბიჯი მას მყისიერ მოგებას ვერ მოუტანს. პირიქით, კომპანიის ყოველთვიური დანაკარგი 4 მილიონი ევროა. სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ თავად ფოსტის თანამშრომელთა განცხადებით, ის შესაძლოა სრულიად დაინგრეს, თუ რაიმე დამატებით შემოსავლებს არ მიიღებენ.

2016 წლის დასასრულს კომპანიის ვალი მთლიანობაში 195, 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

თანამშრობლები ჩივიან, რომ სამუშაო საათები შეუმცირდათ, ეს დაახლოებით 40-60 ფილიალში ხდება. მათი თქმით, დამატებითი სამუშაო დრო მათ შემოსავალს 20%-ით ზრდიდა.

onalem

ტესტ