fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის პოლიციის კონტროლი – ათენიდან გაღწევის მსურველები დააჯარიმეს და სახლში დააბრუნეს

როგორც გუშინ ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა, ყველა ეროვნულ გზატკეცილზე, ქალაქიდან გასასვლელებსა და პორტებში საბერძნეთის პოლიცია სპეციალურ შემოწმებებს ჩაატარებდა, რათა სააღდგომოდ სოფლებისკენ მიმავალი ხალხის ნაკადი არ წარმოიშვას. სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ბრძანებით, აკრძალულია ქალაქის დატოვება და გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ ადგილობრივებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თანხის გაორმაგებული რაოდენობით დაჯარიმდებიან.

დღეს პოლიციამ ათენიდან გასასვლელებში უკვე 20 კანონდარღვევა გამოავლინა. ერთ-ერთ მანქანაში კი ერთდროულად სამი ადამიანი იჯდა, რის გამოც თითოეულ მათგანს 150 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს და ათენში, სახლებში იძულებით დააბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ მანქანაში დაშვებულია მხოლოდ ორი ადამიანის ჯდომა.

გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდეა ძალაში, ხოლო შემდგომ მთავრობა ვირუსის გავრცელების დინამიკის მიხედვით იმოქმედებს და შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს.

 

onalem

ტესტ