fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ტავერნაში კერძმა 20-მდე ბავშვი მოწამლა, ოთხი მათგანი საავადმყოფოშია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 20-დან 4 მოწამლული ბავშვის მდგომარეობა შედარებით სერიოზულია და მათი საავადმყოფოში მოთავსება გახდა აუცილებელი.

როგორც trikalavoice.gr იუწყება, ტრიკალას დაწყებითი სკოლის 20-მდე მოსწავლე ექსკურსიაზე ვერგინაში იმყოფებოდა, სადაც ლანჩისთვის ერთ-ერთ ტავერნაში შევიდნენ.

მას შემდეგ რაც კერძები მიირთვეს, თითქმის ყველა ბავშვმა მოწამვლის ერთნაირი სიმპტომები აჩვენა, ხოლო ოთხი მათგანი განსაკუთრებით ცუდად გრძნობდა თავს.

უცნობია, თუ რას მოიმოქმედებენ მშობლები ტავერნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

onalem

ტესტ