fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ნაგავში საკუთარი ახალშობილი ქართველმა ქალმა ჩააგდო

დღეს დილით კალამატაში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. საუბარია ჩვილ ბავშვზე, რომელიც დედამ სანაგვე ყუთში გადააგდო. ქალი პოლიციამ უკვე დააკავა და ის საქართველოს მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი 6 დღის წინ არის დაბადებული და ის დასუფთავების თანამშრომელმა გამთენიისას იპოვა, როცა ნაგვის ყუთიდან ტირილის ხმა შემოესმა.

კალამატას მერი ამბობს, რომ ბავშვი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგანაც იმ დილით ნაგვის გასატანად მანქანამ დაგვიანებით ჩაიარა, რადგან გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეექმნათ.

ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქალი ამბობს, რომ დაინახა, როგორ იდგა ორი ქალი სანაგვესთან და ერთი მათგანი ამბობდა: “არ შემიძლია გავაკეთო! არ შემიძლია ეს გავაკეთო!”

ამჟამად დაკავებული ქართველი ქალი, რომელმაც საკუთარი ახალშობილი ბიჭი სანაგვე ყუთში ჩააგდო, პოლიციის განყოფილებაშია და ჩვენებები უნდა მისცეს.

რაც შეეხება ბავშვს, ის კალამატას საავადმყოფოშია მოთავსებული და სრულიად ჯანმრთელია, ექიმები მხოლოდ მის სრულფასობან კვებას უზრუნველყოფენ.

 

წყარო: https://www.in.gr/2019/12/18/greece/kalamata-synelifthi-mitera-pou-egkateleipse-moro-tis-se-kado-skoupidion/

onalem

ტესტ