fbpx
საზოგადოება

“როცა საბერძნეთში პირველად ჩამოვედი, ტაქსისტმა ორი თითი მომტეხა და გამძარცვა” – ივონი ბოსნიაკი

ივონი ბოსნიაკი გადაცემაში, DOT, იყო მიწვეული, სადაც პირველად გაამხილა იმ უსიამოვნო ინციდენტის შესახებ, რომელიც საბერძნეთში პირველი ჩამოსვლისას შეემთხვა. ყოფილი მოდელი და ცნობილი ბერძენი ვარსკვლავის, ანტონის რემოს მეუღლემ მოჰყვა, თუ როგორ გაძარცვა ტაქსისტმა.

“საბერძნეთში პირველად direct booking-ით ჩამოვედი. ფრენა დილის 06:00 საათზე იყო და აეროპორტიდან პირდაპირ სტუდიაში წავედი. ღამის 11 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ ტაქსი ამეყვანა და ისევ აეროპორტში დავბრუნებულიყავი. ეს მხოლოდ საბერძნეთში ხდება.

მქონდა ერთი პატარა ჩანთა და ვიჯექი წინა სავარძელზე. ბერძნულად საერთოდ არ ვსაუბრობდი და არც ტაქსისტმა იცოდა ინგლისური. ვუთხარი, რომ კიოსკი მჭირდებოდა, რომ რაღაც მეყიდა. მანქანიდან ჩავედი, ვცადე, რომ ჩანთა ამეღო და სწორედ ამ დროს, ერთი მუშტი მომიქნია, კარი დახურა და თითები მომტეხა. 

ეს დაუჯერებელი იყო. ვთქვი, რომ აღარასოდეს ჩამოვიდოდი. 1 ევროც კი არ მქონდა. სისხლი მდიოდა და შემდეგ ერთი ბატონი გამოვიდა კიოსკიდან და ის დამეხმარა,” ჰყვება ივონი.

onalem

ტესტ