fbpx
საზოგადოება

ცენტრი, რომელშიც ნიკოს ვერტი მღერის, დაკეტვის საფრთხის წინაშე დგას

გაზეთ “Έθνος”-ის ცნობით, პირველი ორი კვირის განმავლობაში, როცა მომღერალი აღნიშნულ ცენტრში მღეროდა, პოლიციის თანამშრომლებმა თანმიმდევრული შემოწმებები ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ცენტრს 50%-ით მეტი კლიენტი ჰყავდა, რაც ლიცენზირებული არ არის.

კერძოდ, პირველ კვირას ცენტრში 1,400 კლიენტი იყო, იმასთან შედარებით, რა რაოდენობაც არის ნებადართული (975), ხოლო მეორე კვირას 1,120.

ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ ისინი იყენებდნენ მიმდებარე ტერიტორიას პარკირებისთვის, ნებართვის გარეშე. ასევე იყენებდნენ განათებულ ბილბორდებს უკანონოდ, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას და რიგი სხვა დარღვევები.

ამიტომ, თერმის პოლიციის დეპარტამენტმა მოითხოვა ლიცენზიის ჩამორთმევა და კომპანიის დახურვა, კანონდარღვევების გამო. ხაზგასასმელია ის, რომ ცენტრი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

გაზეთის ცნობით, დააპატიმრეს ცენტრის უფროსის მოადგილე, ხოლო ბილბორდების უკანონო გამოყენებისთვის, 84, 000 ევროს ჯარიმა დაეკისრათ .

onalem

ტესტ