fbpx
საბერძნეთი

რამდენიმე საათში ახალი განცხადებები – კარანტინის მოხსნის ეტაპები საბერძნეთში

დღეს ექსპერტთა საბჭო ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებს ზომების მოხსნასთან დაკავშირებით. რამდენიმე საათში გავრცელდება წინასწარი ინფორმაცია, თუ რა გზით განვითარდება მოვლენები და როგორ დავუბრუნდებით ყოველდღიურ ცხოვრებას აღდგომის შემდეგ საბერძნეთში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ უკვე განაცხადა, 15 მაისი იქნება სიმბოლური რიცხვი, გაიხსნება ტურიზმი, სარესტორნო სფეროს დაწესებულებები და მოსახლეობას გადაადგილება SMS-ების გარეშეც შეეძლება.

ამჟამინდელი ცნობებით, ექსპერტთა ჯგუფი არ უჭერს მხარს სოფლებისა და კუნძულების მიმართულებით გადაადგილების დაშვებას და სავარაუდოდ, აღდგომის გატარება კვლავ ქალაქში მოგვიწევს. მათი რეკომენდაციით, შესაძლოა, რომ გაიხსნას საშუალო და დაწყებითი სკოლები 10 მაისისთვის, თუმცა, ცხადია, იგივე მეთოდით, როგორც უმაღლესი სკოლები. მოსწავლეებმა სკოლაში წასვლამდე, ყოველ კვირას, უნდა ჩაიტარონ თვით-ტესტირება და წარადგინონ ის გაკვეთილებზე დასასწრებად.

დამატებითი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ