fbpx
საბერძნეთი

“15 მაისი სიმბოლური დღე იქნება! ვუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს” – კირიაკოს მიცოტაკი

“ჯანმრთელობის კრიზისი დასასრულს უახლოვდება. ვაქცინაციის რიცხვი გაზრდილია მნიშვნელოვნად და კიდევ უფრო გაიზრდება მომდევნო 2 თვის მანძლზე. ამინდი და თვით-ტესტირება დაგვეხმარება, რომ გონივრულ ვადაში – რაც უფრო ზუსტად მომდევნო დღეებში გვეცოდინება – დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმსა და ეკონომიკას. 

ცხადია, სიმბოლური თარიღი მაისის შუა რიცხვები, სავარაუდოდ, 15 მაისი იქნება, როდესაც საბერძნეთში ტურიზმი ოფიციალურად გაიხსნება. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. ვიზიტორებს, უცხოეთიდან, ან ექნებათ გაკეთებული ტესტი კორონავირუსზე ან იქნებიან ვაქცინირებულნი. 

ვფიქრობ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, საბერძნეთის ეკონომიკას ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ქვეყანამ დიდი ნდობა დაიმსახურა უცხოელი ინვესტორების თვალში.”

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ტურიზმი 14 მაისს ოფიციალურად იხსნება, აქედან გამომდინარე, პრემიერმა განაცხადა, რომ 15 მაისისთვის საბერძნეთში გარკვეული შემზუდველი ზომები უკვე მოხსნილი იქნება და ნელ-ნელა საზოგადოება ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

უცხოური მედიის ცნობით, საბერძნეთი ამ ზაფხულს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დანიშნულების ადგილია და ტურისტები მოუთმენლად ელიან სეზონის გახსნას.

onalem

ტესტ