fbpx
საბერძნეთი

“პოლიხრონოპულოს ჰყავს “დაცვა”, რომელიც კრიმინალებისგან შედგება” – დეტალები, რომლებმაც საზოგადოება შეძრა

კონსტანტინოს პოლიხრონოპულოს წინააღმდეგ საჩივრებმა საზოგადოება შეძრა. გარდა იმისა, რომ “სხვა ადამიანის” დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, პოლიხრონოპულოს, აზარტული თამაშებსა და საქველმოქმედო მიზნებით გადარიცხული თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ედავებიან, როგორც მოხალისეები ამბობენ, მის უკან კრიმინალებისგან შემდგარი დაჯგუფებაც კი დგას.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, პოლიხრონოპულოს “იცავენ” ადამიანები, რომლებიც ემუქრებიან და აშანტაჟებენ მათ, ვინც მის წინააღმდეგ ეცდება წასვლას და ხმას ამოიღებს. ერთ-ერთი მოხალისე იმასაც აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მედიასთან სკანდალური დეტალები გაამხილა, სწორედ ეს ადამიანები დაემუქრნენ.

“სხვა ადამიანის” ანგარიშებზე ირიცხებოდა მილიონობით ევრო, წლების მანძილზე, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც პოლიხრონოპულო აპურებდა, რეალურად აქედან მიზერული თანხა ხმარდებოდათ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

onalem

ტესტ