fbpx
საქართველო

პარლამენტთან ვითარება უმართავია – აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შორის ხელჩართული ჩხუბია

მორიგი შეტევა პარლამენტის შენობასთან – ვითარება ადგილზე უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შესვლას ცდილობენ. ვითარება უმართავია.

ფიზიკური დაპირისპირება ხდება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.

აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შიდა ეზოში შესვლას ცდილობენ. ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მიმართულებით სხვადასხვა სახის ნივთებს ისვრიან. დაპირისპირების დროს, სპეცრაზმის წევრებს ფარები წაართვეს.

onalem

ტესტ