fbpx
საქართველო

ელჩი: ისრაელს საქართველოდან კადრები დამხმარეებად სჭირდება

„პოტენციურ დასაქმებულებს ამჟამად მომავალი საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ტრენინგები უტარდებათ“, – ამის შესახე საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა განაცხადა.

ისრაელის ელჩმა კონტრეტულად დაასახელა ის მიმართულებები, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის დროს გახდა მოთხოვნადი. ირკვევა, რომ ისრაელს ქართველი კადრები დამხარეებად, კერძოდ კი იმ ადამიანების ე.წ CAREGIVER-ებად ესაჭიროება, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივი მკურნალობა სჭირდებათ.

„სწორედ პანდემიის გამო, ეს ხალხი გვჭირდება და თან, რაც შეიძლება, სწრაფად. ორი ქვეყნის მთავრობამ უკვე მოახდინა ხელშეკრულების რატიფიცირება. ქართული მხარე ახლა დასაქმების კანდიდატების რეკრუტირებისთვის ემზადება და პოტენციურ დასაქმებულებს ამჟამად მომავალი საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ტრენინგები უტარდებათ“, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა.

როდიდან და რა მიმარულებით დასაქმდებიან ქართველები ისრაელში ლეგალურად – ამ საკითხზე საქართველოსა და ისრაელის მხარეებს შორის შეთანხმება უკვე გაფორმდა. დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმება 3 წლის ვადით არის მიღებული და მისი ამოწურვის შემდგომ 1 წლიანი პერიოდულობით მის გაგრძელებას ითვალისწინებს.

onalem

ტესტ