fbpx
საბერძნეთი

ლურჯი დროშის მფლობელი სანაპიროები გლიფადაში, რომლებზე შესვლაც უფასოა და ორგანიზებულია მერიის მიერ

გლიფადის მერი, გიორგოს პაპანიკოლაუ აცხადებს, რომ გლიფადის სანაპიროები სრულ მზადყოფნაშია ვიზიტორების მასპინძლობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგად ორგანიზებული სანაპიროებია, შესვლა უფასოა ყველასთვის.

პაპანიკოლაუ ავრცელებს კადრებს, რომლებზეც ჩანს ულამაზესი სანაპიროები, აღჭურვილი ქოლგებით და რაც მთავარია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი სავარძლებით. ამ სანაპიროებზე იცავენ სისუფთავეს, მუშაობენ მაშველები და ფაქტობრივად, ყველაფერი ისეა, როგორც სანაპიროზე, სადაც შესვლისთვის თანხას გადაიხდიდით.

“ეს სანაპიროები ზემოდან ნახატს ჰგავს, მაგრამ რეალობაა და გლიფადაში გვაქვს. სანაპიროები, რომლებიც ლურჯი დროშის მფლობელები არიან, თავისი არა მხოლოდ სილამაზით, არამედ სისუფთავითა და წყლის ხარისხით, მზად არიან ვიზიტორებს უმასპინძლონ, მემგონი, რომ წვიმიანი დღეები წავიდა და ზაფხული უფრო და უფრო აქტიურდება. ჩვენ ჩატარებული გვაქვს ყველანაირი ანალიზი და დადასტურებულია ამ ტერიტორიებზე არსებული წყლის მაღალი ხარისხი და უვნებლობა ადამიანისთვის,” აცხადებს მერი.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ