fbpx
საბერძნეთი

ჩქაროსნულმა გემმა კოსმოპოლიტურ მიკონოსზე ცუნამი გამოიწვია – დაშავდა ორი ტურისტი

ქარების კუნძულიდან ვრცელდება კადრები, თუ როგორ იწვევს ჩქაროსნული გემი მიკონოსზე მცირე ზომის ცუნამს. ადიდებული ტალღები ჯერ შეზლონგებისა და ქოლგების ტერიტორიაზე ვარდება, შემდეგ კი, ზემოთა მხარეს გზამდე აღწევს.

სიუჟეტი ამის შესახებ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-მ მოამზადა, კადრებში ჩანს, თუ როგორ დაშავდნენ ტურისტებიც.

მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს თავად საზოგადოების რეაქციაც, ბევრი წერს, რომ ეს ცუნამი არ იყო და უბრალოდ, ასე ჩანდა, რადგან ქოლგები და შეზლონგები შეიძლება ითქვას სანაპიროზე წყალში აქვთ ჩადგმული, რათა უფრო ბევრი ადამიანი დატიონ, მოგების მიღების მიზნით.

ცნობილია, რომ მიკონოს სანაპიროებზე მუდმივად მოძრაობენ გემები და ძვირადღირებული იახტები, რაც ერთგვარად პრობლემატური საკითხიც გახდა, ეკოლოგიური და ესთეტიური თვალსაზრისით.

onalem

ტესტ