fbpx
კრიმინალი

კიდევ ერთი შოკი საბერძნეში: 4 წლის ბავშვის ნახატი, რომელმაც მშობლები და პოლიცია 28 წლის მამაკაცის და მისი დედის კვალზე გაიყვანა

მაშინ, როცა ბერძნული საზოგადოება და მედია ჯერ კიდევ აქტიურად განიხილავს 12 წლის გოგონაზე ძალადობის საქმეს, გასაჯაროვდა კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც 4 წლის ბავშვსა და მასზე მოძალადე მამაკაცს ეხება, ასევე მამაკაცის დედას, რომელმაც საკუთარი შვილის დანაშაულის შესახებ იცოდა და ხელს აფარებდა მას.

კერძოდ, საუბარია 28 წლის დიმიტრი კრავარიტიზე, რომელსაც ბრალად ედება 4 წლის ბიჭის სექსუალური შევიწროვება, თუმცა, ის ჯერ დაკავებული არ არის.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 4 წლის ბიჭის მამამ შენიშნა, თუ რას ხატავდა ბავშვი. პირველ ნახატზე ასახულია შავი ღრუბელი, რომელიც ბავშვის ემოციურ მდგომარეობას ასახავს, ხოლო მეორე ნახატი, რაც ყველაზე შოკისმომგვრელია, არის მამაკაცის სასქესო ორგანო, რომელზეც ბავშვმა ფსიქოლოგს უპასუხა, რომ ის დიმიტრის კრავარიტის ეკუთვნის.

საქმეს იოანინას დეპარტამენტი იძიებს და პოლიცია ასევე განიხილავს 28 წლის მამაკაცის დედის როლს დანაშაულში, რომელიც არა მხოლოდ ხელს აფარებდა შვილს, არამედ რაღაც გზით “მონაწილეობდა” კიდეც ბავშვის სექსუალურ შევიწროვებაში. 52 წლის ქალი 4 წლის ბიჭის ძიძად მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, დიმიტრის კრავარიტის უახლოეს მომავალში ოფიციალური ჩვენების მისაცემად დაიბარებენ, რასაც დიდი ალბათობით, მისი დაკავება მოჰყვება.

onalem

ტესტ