fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მოთხოვნა უბილეთობის გამო დაკისრებული ჯარიმის გაუქმების ან შემცირების თაობაზე უკვე ელექტრონულად

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ამიერიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ ელექტრონულად წარადგინონ განაცხადები, საჯარო ტრანსპორტში დაკისრებული ჯარიმების გაუქმების ან შემცირების თაობაზე. ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლიმ და ციფრული პოლიტიკის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკიმ აღნიშნული პლატფორმის ამუშავების გადაწყვეტილება თანამშრომლობის საფუძველზე მიიღეს.

ეს სერვისი ხელმისაწვდომი იქნება GOV.GR-ის საშუალებით, სადაც აირჩევთ განყოფილებას “Πολίτης και καθημερινότητα”, შემდეგ, ქვეგანყოფილებას ‘Μετακινήσεις”, სარგებლობა კი, ძალიან მარტივია. მოქალაქე სისტემაში შედის თავისი ტაქსინეტის კოდებით (კლიდარითმო), შემდეგ საჭირო იქნება დაკისრებული ჯარიმის ნომრის და დარღვევის თარიღის მითითება. ასევე, უნდა აირჩიოთ მიზეზი, რომლის გამოც ითხოვთ კონკრეტული ჯარიმის გაუქმებას ან შემცირებას, ხოლო ამ მიზეზების გავრცობა შეგეძლებათ ცალკეულ შესაბამის ველში. ამას გარდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ თქვენს განაცხადს თან დაურთოთ რაიმე დოკუმენტი, რომელიც თქვენს მოთხოვნას ამყარებს.

აღნიშნული პროცესი სრულდება განაცხადის სატრანსპორტო კომპანიის ციფრულ საფოსტო “ყუთში” გადაგზავნით, ხოლო შედეგი, დაკმაყოფილდა თუ არა მოთხოვნა ჯარიმის გაუქმების ან შემცირების თაობაზე, განმცხადებელს ეცნობება SMS-ის საშუალებით.

აღვნიშნავთ, რომ მსგავსი განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა არსებობს ჯარიმის დაკისრების დღიდან 60 დღის ვადაში.

onalem

ტესტ