fbpx
სტილი

კარლ ლაგერფილდმა პოსეიდონის ტაძარი ააშენა და ძველი ბერძნული კოლექცია წარადგინა

მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის კარლ ლაგერფილდის დაბრუნებას ნამდვილი ტრიუმფი შეიძლება ეწოდოს. მან წარადგინა კოლექცია, რომელიც მთლიანად ძველი საბერძნეთით იყო ინსპირირებული. მთელი შანელის სახლი პოსეიდონის ტაძრად იქცა, რომელშიც აღმართული იყო უზარმაზარი სვეტები და რომელთა შორის მოდელები გამოდიოდნენ, ძველი ბერძნული კაბებით.

თუ სხვები ქმნიან ასეთ საოცარ კოლექციას, თუმცა არ აქცევენ ყურადღებას გარემოს, რომელშიც ჩვენება იმართება, შანელის სახლმა მთელი კონცენტრაცია ამაზე მოახდინა. პოდიუმი იქცა ბერძნულ ტაძრად. ლაგერფილდის ახალი ნამუშევრები ერთგვარი ხარკია კოკო შანელისთვის, რომელიც ასევე აღმერთებდა ბერძულ მითოლოგიას და შთაგონებული იყო ჰერკულესის საგმირო საქმეებითა და ზევსის დაუსრულებელი თავგადასავლებით.

”ამ ჩვენებას არაფერი აქვს საერთო თანამედროვე საბერძნეთთან, ეს ყველაფერი ძველი საბერძნეთის სიდიადეს ეძღვნება, რომელიც ერთ დროს კულტურისა და სილამაზის კლასიკურ მაგალითად იქცა,” განუცხადა დიზაინერმა ჟურნალისტებს.

onalem

ტესტ