fbpx
საზოგადოება

“გირიონის” – ახალი კლიმატური ფენომენი, რომელიც საბერძნეთს ემუქრება

“გირიონის” – ასეთია ახალი კლიმატური ფენომენის სახელწოდება, რომელიც საბერძნეთს ხვალიდან ელის. ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, “გირიონისი” ქვეყანას თავს დასავლეთიდან დაატყდება და გამოიწვევს ძლიერ წვიმასა და ჭექა-ქუხილს.

კვირას ღამის საათებიდან იწვიმებს დასავლეთ საბერძნეთში, ხოლო ორშაბათს ფენომენი უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდება.

დასავლეთ მაკედონიაში მოსალოდნელია 2-დან 13 გრადუსამდე, ჩრდილოეთ საბერძნეთში 5-დან 15 გრადუსამდე, ეპირუსში 7-დან 19 გრადუსამდე, ცენტრალურ საბერძნეთში 6-დან 18 გრადუსამდე.

როგორც ჩანს, ტემპერატურა მცირედით დაიკლებს. რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია პერიოდული, ხანმოკლე წვიმები და ათენში ჰაერი 12-დან 18 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში შედარებით ძლიერ წვიმას ვარაუდობენ, განსაკუთრებით დილის საათებში და ჰაერის ტემპერატურა 9-დან 14 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ