fbpx
კრიმინალი

ბერძენი ექიმი, რომელიც პაციენტს ოპერაციისთვის ორჯერ მეტ თანხას სთხოვდა, ცხელ კვალზე დააკავეს

ბერძენი ექიმის მიერ ქრთამის აღების მცდელობა ამჯერად წარუმატებლად დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, კრეტაზე, PAGNI-ს საავადმყოფოს ქირურგი ოპერაციისთვის პაციენტს იმაზე გაცილებით მეტ თანხას სთხოვდა, ვიდრე იქამდე იყვნენ შეთანხმებულები.

მას ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა, ექიმი დაჟინებით ითხოვდა, გადაეხადა დამატებითი თანხები. ეს ყველაფერი კი პაციენტის პოლიციაში ჩივილით დასრულდა.

ოფიცრების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ფულის ბანკნოტები მონიშნეს და ექიმს შეთანხმების შემდეგ გადაეცა. სწორედ ამ დროს ჩაერია საქმეში პოლიცია და მას აღებული ქრთამი აღმოუჩინეს.

დაკავებული ქირურგი ირაკლიოს განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ