fbpx
საზოგადოება

გარდაცვალება Pfaizer-ის ვაქცინის გაკეთებიდან ერთ დღეში – რამ გამოიწვია 68 წლის ქალის სიკვდილი?!

ამ პერიოდისთვის აქტიურად საუბრობენ AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებლიანობასა და უკუჩვენებებზე და ყველა სხვა ვაქცინას, თითქოს, მეტი ავტორიტეტი აქვს. თუმცა, ბერძნული მედიის ცნობით, პელაში გარდაიცვალა ქალბატონი, რომელმაც Pfizer-ის მეორე დოზა გაიკეთა.

ირკვევა, რომ 68 წლის ქალი მეორე დოზის გაკეთებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა, თუმცა, დაზუსტებული ცნობები, სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით, არ არსებობს.

ოჯახის ადვოკატი ტელეკომპანია Mega-სთან აცხადებს, რომ საავადმყოფოს მათ კითხვებზე პასუხები არ აქვს.

“4 მაისს აიცრა და 5 მაისს გარდაიცვალა. იმავე ღამეს გამოუვლინდა უცნაური სიმპტომები: ძლიერი ტკივილი გულის არეში, ღებინება და ა.შ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 3-4 საათი დარჩა და საჭირო გამოკვლევები გაუკეთდა. მალევე გაუქრა ეს სიმპტომები და შესაბამისად, სახლში გაწერეს. სამწუხაროდ, მოგვიანებით ისევ დაუბრუნდა ეს სიმპტომები და გარდაიცვალა. 

რატომ დაიღუპა ეს ადამიანი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მიზეზები. ოჯახი სიტყვიერად დაარწმუნეს, რომ მდგომარეობა, რომელშიც ჩავარდა, დროებითი იყო და სამუდამოდ გაივლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ეს ადამიანები არც ვაქცინას ადანაშაულებენ და არც საავადმყოფოს, მათ მხოლოდ სიმართლის გაგება სურთ. არაფერი ვიცით ჯერ, რით გარდაიცვალა, რადგან მიზეზი არ არის მითითებული,” ამბობს ადვოკატი, ანტონი ქსილურგიდი.

დაგეგმილია ექსპერტიზა, რომ ოჯახის კითხვებს პასუხი გაეცეს.

onalem

ტესტ