fbpx
საბერძნეთი

თავისუფალი გადაადგილება და SMS-ის გაუქმება საბერძნეთში – როდის იქნება ცნობილი გადაწყვეტილებები?!

საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, არისტოტელია პელონიმ განაცხადა, რომ ექსპერტთა საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებებს ოთხშაბათს მიიღებს და შესაბამისად, გადაადგილების აკრძალვისა და SMS-ების მოხსნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ზეგ გახდება ცნობილი.

“ვირუსი კვლავ ჩვენს შორის არის და პანდემიასთან ომი გრძელდება. ჩვენ მაინც ვისწრაფვით, რომ ვიყოთ პიონერები ევროპაში, ქვეყანა, რომელიც პანდემიის შემდეგ, უკან არავის ტოვებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს წინადადებას, ვაქცინების პატენტების გაუქმების შესახებ და ხაზს უსვამს, მწვანე პასპორტების მნიშვნელოვნებას.

ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ იმ პრივილეგიებზე, რომლებიც ვაქცინირებულ ადამიანებს ექნებათ, თუკი პლატფორმა არ გაიხსნება აბსოლუტურად ყველა ასაკის ჯგუფებისთვის,” განაცხადა პელონიმ.

ამჟამად არსებული ცნობებით, 15 მაისიდან შესაძლებელია გაუქმდეს SMS-ების გაგზავნის ვალდებულება, თუმცა, გადაადგილებაზე აკრძალვა ძალაში შევიდეს ღამის 12 საათიდან, ნაცვლად ღამის 11 საათისა, რაც ახლა მოქმედებს.

დღეს, 10 მაისს, გაიხსნა სკოლები, მოსამზადებელი ცენტრები, უცხო ენების ცენტრები და სასამართლოები.

14 მაისიდან მოსალოდნელია, რომ გაიხსნას მუზეუმები.

15 მაისიდან საბერძნეთი ოფიციალურად უმასპინძლებს ტურისტებს.

17 მაისიდან შესაძლებელია გაიხსნას სავარჯიშო დარბაზები, ასევე საბავშვო ბაღები.

21 მაისიდან განახლდება საზაფხულო, ღია კინოთეატრების მუშაობა.

onalem

ტესტ