fbpx
საბერძნეთი

“სცენაზე გასვლისას ვკანკალებდი, არაფერს ვაჭარბებ” – მსახიობი გიორგოს ფსალტუ პეტროს ფილიპიდისზე

მსახიობი გიორგოს ფსალტუ შეუერთდა იმ მსახიობთა სიას, რომლებიც ცნობილ კომიკოსს, პეტროს ფილიპიდისს სექსუალურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მისი თქმით, ფილიპიდისი მასზე ფიზიკურად ძალადობდა და მორალურ ზეწოლას ახდენდა, რაც მის ფსიქიკაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახა.

“სცენაზე გასვლის მომენტში ვკანკალებდი. რასაც ვამბობ, არაფერს ვაჭარბებ, ზუსტად ასე იყო. სპექტაკლის დროს, მცემდა, მირტყამდა გამეტებით. 

გაბედულება, რომ ამ ყველაფერზე მესაუბრა, მომცა ზეტა დუკას პირველმა საჩივარმა, ახლა კი არანაირი მუქარის არ მეშინია, მე აქ ვარ, რომ საკუთარი თავი დავიცვა,” აცხადებს მსახიობი.

საუბარია სპექტაკლზე, “Φον Δημητράκης”, რომელშიც არის ძალადობის სცენები, რომლებსაც ბოროტად იყენებდა ფილიპიდისი ფსალტუს წინააღმდეგ.

onalem

ტესტ