fbpx
საბერძნეთი

“გამოღვიძების დროა! ვცდილობთ, კარანტინს თავი ავარიდოთ” – დღეს დაფიქსირებულმა რიცხვებმა ციოდრასი ეკრანზე დააბრუნა

საბერძნეთში დღეს დაფიქსირებულმა რიცხვებმა პროფესორი სოტირის ციოდრასი აიძულა, რომ ეკრანებზე დაბრუნებულიყო და მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოეცოცხლებინა, საკუთარი გულისხმიერებით და არა მხოლოდ ციფრებზე საუბრით.

დღეს, 27 ოქტომბერს, ქვეყანაში გამოვლინდა 1259 ახალი ინფიცირებული და გარდაცვლილია 12 ადამიანი.

“ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ თავიდან ავირიდოთ კარანტინი და მისგან მოსალოდნელი შედეგები. არ შეგვიძლია თითოეული ადამიანის ნაცვლად გავაკეთოთ არჩევანი, მაგრამ ეს არჩევანი ითამაშებს უდიდეს როლს საბერძნეთში პანდემიის განვითარების მიმართულებაზე. 

ციფრების ენაზე მეტს გულის ენა საუბრობს… ხოლო მიღებული ზომების ენაზე ხმამაღლა სინდისის ენა…

დადგა ის დრო, როდესაც მნიშვნელობა აქვს არა შენს სიტყვებს, არამედ შენს არჩევანს. დროა გონზე მოვიდეთ და გამოვიღვიძოთ,” განაცხადა პროფესორმა.

ამ ეტაპისთვის მართვით სუნთქვაზე მყოფთა რიცხვი 102-ს უდრის და როგორც ციოდრასმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა გაცილებით რთულია, თუმცა, ექსპერტები სულ სხვაგვარად პროგნოზირებდნენ. ამბობდნენ, რომ მოსახლეობას უკვე ეცოდინებოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ ჩანს, რომ პასუხისმგებლობის დონე არ არის საკმარისი და არ წყდება ხალხმრავლობები.

ახალგაზრდებისთვის გართობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე. გაირკვა ისიც, რომ რამდენიმე ბარს პოლიციაც კი მფარველობდა, როდესაც ისინი უსაფრთხოების ზომებს არღვევდნენ და მუშაობდნენ აკრძალულ საათებში.

onalem

ტესტ