fbpx
საზოგადოება

ძლიერი წვიმა და ქარიშხალი საბერძნეთში მომდევნო დღეებში – ნახეთ სად იწვიმებს

ბერძენი სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ დილიდან ქვეყნის მასშტაბით ამინდი გაუარესდება და მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი და ქარი.

კერძოდ, ხუთშაბათიდან უხვი ნალექი თავს დაატყდება ჩრდილოეთ იონიის კუნძულებს, ეპირუსს, დასავლეთ სტერეას, გვიან ღამით კი სამხრეთ იონიის კუნძულებს, დასავლეთ პელოპონისოს, დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიას.

პარასკევს ფენომენი იგივე სახით შენარჩუნდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიაზე და ამინდი შუადღის საათების შემდეგ მცირედით გაუმჯობესდება.

ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი თესალიასა და თრაკიში პარასკევს დილის საათებიდან. ასევე, იწვიმებს ეგეოსის ჩრდილო-აღმოსავლეთით და დოდეკანესის კუნძულებზე მთელი ღამის მანძილზე.

ამინდი შაბათიდან შედარებით გაუმჯობესდება.

onalem

ტესტ