fbpx
საბერძნეთი

“დაივიწყეთ შობა-ახალი წლის წვეულებები, აღნიშვნა მარტოებსაც შეგვიძლია” – მატინა პაგონი

ათენის საავადმყოფოების ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მატინა პაგონიმ საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს საშუალებით.

“თუ ჩვენ არ ვატარებთ ნიღბებს გარეთაც, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. ატიკის რეგიონში ინფიცირებულთა მცირედი კლება არაფერს ნიშნავს და ეს არ არის საკმარისი. პირბადე დაგვეხმარება, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის ვირუსის შემთხვევაშიც.

ჩვენ არ შეგვიძლია შობა-ახალი წლის ჩვეულ რეჟიმში აღნიშვნა. ახალ წელს შეიძლება შევხვდეთ მარტოებიც, სტუმრების გარეშე. ამ დღესასწაულებამდე საბერძნეთში მონაცემები ორციფრიან რიცხვებზე უნდა ჩამოვიყვანოთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, თუკი ვცდით.

არავინ უნდა მოდუნდეს ამ პერიოდში. განსაკუთრებულ პრობლემად კვლავ რჩება საჯარო ტრანსპორტი და ისიც, რომ ახლა ზამთარი მოვა, აცივდება და ხალხი დახურულ სივრცეებში გადაინაცვლებს. სახლში ფანჯრები აუცილებლად უნდა გავაღოთ ხოლმე.

არ მგონია, რომ მივაღწიოთ დღეში 1.000-2.000 ინფიცირებულს, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. დაივიწყეთ შობა-ახალი წლის წვეულებები,” განაცხადა ქალბატონმა პაგონიმ.

 

onalem

ტესტ