fbpx
საბერძნეთი

ცუდი ამინდის კიდევ ერთი ტალღა საბერძნეთში ხუთშაბათიდან – რას პროგნოზირებენ სინოპტოკოსები?!

ბერძენი მეტეოროლოგები ხუთშაბათიდან ცუდი ამინდის ახალ ტალღას პროგნოზირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ ამინდი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით გაუარესდება, ხოლო შემდეგ ფენომენი იონიის კუნძულებზე გავრცელდება. კერკირაზე მოსალოდნელია განსაკუთრებით უხვი ნალექი.

ამრიგად, წვიმა მოსალოდნელია ძირითადად იონიის კუნძულებზე და ამ ტერიტორიაზე მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

ათენში ხვალ შენარჩუნდება მზიანი ამინდი, ხოლო ზეგ ნავარაუდევია მოღრუბლულობა.

 

onalem

ტესტ