fbpx
ეკონომიკა

ბერძნული ოჯახები 1000 ევროზე ცხოვრობენ

კრიზისის პერიოდში ბერძნული ოჯახების შემოსავალი 1/5-ით შემცირდა. კერძოდ, გამოცემა Κυριακάτικης Καθημερινής-ის მიხედვით, ეს ყველაფერი საგადასახადო დეკლარაციებში კარგად აისახა. 6,2 მილიონი ბერძნული ოჯახის საშუალო შემოსავალი 2012-დან 2016 წლამდე საგრძნობლად შემცირდა.

კრიზისის ფონზე საშუალო შემოსავალი თვეში 291 ევრომდე შემცირდა ( წლიური 3,500 ევროდან). იგივე მონაცემების მიხედვით, დადგინდა, რომ საშუალო ფენას წლიური შემოსავალი 13.254 ევრო აქვს, ხოლო თვიური 1,104 ევრო, რომელშიც გადასახადებისთვის განკუთვნილი თანხებიც შედის. 2012 წელს კი წლიური შემოსავალი 16.752 ევრო იყო.

ამრიგად, ბერძნულ ოჯახს (ორი მშობელი, ორი ბავშვი) თავის რჩენა თვეშ 291 ევროთი უწევს, 2012 წელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამის პარალელურად საგადასახადო ტვირთი უფრო და უფრო იზრდება.

onalem

ტესტ