fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული ნატო ჭანტურია გარდაიცვალა

გავრცელდა ინფორმაცია ათენში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული საქართველოს მოქალაქის ნატო ჭანტურიას შესახებ. ქ-ნ ნატო ჭანტურია დამწვრობების და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შედეგად გარდაიცვალა.

ნატო ჭანტურიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიეწოდა.

ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს თანაგრძნობას და თანადგომას უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ათენში, კალითიის მუნიციპალიტეტში 16 აპრილს მოხდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 72 წლის ქალი. სახლში ასევე იმყოფებოდა ასაკოვანი მამაკაცი და ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღნიშნულ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. მამაკაცი ამჟამადაც საავადმყოფოში რჩება. ნატო ჭანტურია კი, რომელსაც სხეულის 65%-იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული, 22 აპრილს გარდაიცვალა.

onalem

ტესტ