fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა ფერმერებმა რუმინელი ემიგრანტი 9 თვე მწყემსად ამუშავეს და 4,300 ევროს ნაცვლად 300 ევრო მისცეს

შრომითი ექსპლუატაციისა და ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით პოლიციამ ორი ბერძენი მამაკაცი დააკავა. მათი დაპატიმრება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციას რუმინეთის საკონსულო დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ განაცხადა.

როგორც ირკვევა, 44 და 42 წლის ბერძნებს რუმინელი 62 წლის მამაკაცი, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავდათ აყვანილი. მას ფიზიკური ძალადობის ფონზე აიძულებდნენ, რომ მწყემსად ემუშავა და მიზერულ თანხას უხდიდნენ. თავდაპირველად ისინი შეთანხმებული იყვნენ აღნიშნულ საქმიანობაზე, თუმცა, რუმინელ მამაკაცს გარკვეული დროის შემდეგ აღარ სურდა მუშაობის გაგრძელება და სამშობლოში დაბრუნება ისურვა.

საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბერძნებმა რუმინელს პასპორტი წაართვეს, შესაბამისად, მგზავრობას ვერ შეძლებდა და 9 თვის მანძილზე მუქარის ფონზე ამუშავებდნენ, ასევე, წესითა და რიგით გამომუშავებული 4,800 ევროს ნაცვლად, 300 ევრო გადაუხადეს.

ამ დროისთვის ბერძნები დაკავებულები არიან და პასუხს შესაბამისი მუხლით აგებენ.

onalem

ტესტ