fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში სკოლები 12 სექტემბერს იხსნება – რა წესები იმოქმედებს?!

საბერძნეთში სკოლები 12 სექტემბერს გაიხსნება და მოსწავლეები კვლავ მიუსხდებიან საკუთარ მერხებს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია კვლავ აქტიურია, როგორც ჩანს, ბავშვები განსხვავებულ პირობებში დაიწყებენ ახალ სასწავლო წელს: სავალდებულო არ იქნება პირბადეების ტარება ან ტესტის გაკეთება.

კერძოდ:

1) პირბადეების ტარება იქნება არჩევითი.
2) იმოქმედებს ზოგადი რეკომენდაცია, რომ თუ ბავშვს კოვიდის ან ნებისმიერი გაციების სიმპტომები გამოუვლინდება, სახლში დარჩეს.
3) იმოქმედებს მკაცრი რეკომენდაცია, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩატარდეს ტესტირება (თვით-ტესტი).
4) იმ შემთხვევაში, თუ ტესტი დადებითი ამოვა, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ის პროტოკოლი, რომელიც მოქმედებს, ზოგადად, მთელი მოსახლეობისთვის.

დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოქვეყნდება.

onalem

ტესტ