fbpx
კრიმინალი

ბერძენ მოხუცს მოატყუეს, რომ მისი შვილისთვის ფეხი უნდა მოეკვეთათ და 15.000 ევროს სთხოვდნენ

ზარი 90 წლის ქალმა გასულ ხუთშაბათს უცნობი პირებისგან მიიღო, მაგრამ, როგორც სხვა შემთხვევებში, თავდაპირველად ძალიან შეეშინდა და დაიბნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოხუცს უთხრეს, რომ მისი შვილი სერიოზულ ავარიაში მოჰყვა და მისთვის ფეხის მოკვეთა იყო საჭირო, თუმცა, თუ 15.000 ევროს გადაიხდიდა, ამ ყველაფერს თავიდან აიცილებდა.

ქალი პანიკაში ჩავარდა და მაშინვე თავის ვაჟთან რეკვა დაიწყო, თუმცა, თაღლითი მობილიზებული იყო და იმის გამო, რომ თავად ხაზზე რჩებოდა და მუდმივად რეკავდა, ქალი შვილთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. მან თავად ჰკითხა ქალს, რამდენი ევროს მიცემა შეეძლო ამ მომენტისთვის, რადგან მიხვდა, რომ 15.000 ევრო ზედმეტად დიდი მოთხოვნა იყო.

როგორც ცნობილია, მამაკაცი, რომელმაც მას დაურეკა, ბერძენია, თუმცა, ვინაობა არ არის დადგენილი.

მისდა სამწუხაროდ, გრძელვადიანი საუბრის შემდეგ, თაღლითმა ქალის დარწმუნება ვერ შეძლო, რადგან მან ეჭვი შეიტანა და ტელეფონი გაუთიშა.

მოგვიანებით მოხუცმა გაარკვია, რომ მისი ვაჟი უვნებელი იყო.

onalem

ტესტ