fbpx
კრიმინალი

ყალბ საქონელს სოციალური ქსელის საშუალებით ყიდდა – ქალმა თითქმის ნახევარი მილიონი ევრო “გამოიმუშავა”

პოლიციამ ჩრდილოეთ საბერძნეთში ქალი უკანონო ვაჭრობის ბრალდებით დააკავა. თუმცა, ამას გარდა, მას სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მას საწყობში განთავსებული ჰქონდა დიდი რაოდენობით ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები და სოციალური ქსელის საშუალებით ყიდდა, მაგრამ ცხადია, კლიენტებს ატყუებდა, რომ ისინი ძვირადღირებული ბრენდები იყო, სინამდვილეში კი, შედარებით იაფფასიან საქონელს ასაღებდა.

როგორც აღმოჩნდა, ქალმა აღნიშნული ბიზნესი ყველანაირი ლიცენზიის გარეშე 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ 459.985 ევრო ჰქონდა გამომუშავებული, რაც თითქმის ნახევარი მილიონია.

საწყობიდან ამოღებულია სხვადასხვა ცნობილი ბრენდების დიდი რაოდენობით მარკები, რომლებსაც ის გასაყიდ ნივთს ამაგრებდა, რათა კლიენტი მის ნამდვილობაში დაერწმუნებინა.

onalem

ტესტ