fbpx
კრიმინალი

დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა ომონიაზე დაკავებული 38 წლის მამაკაცის სახლში

გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცი ომონიაზე მაშინ დააკავეს, როცა მანქანით მოძრაობდა და შიგ დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა ედო, ხოლო იმას, თუ საიდან ჰქონდა ეს ყველაფერი, ვერ ხსნიდა. პოლიციამ მაშინვე ეჭვი მიიტანა და აღმოჩნდა, რომ ის საიუველირო მაღაზიების მძარცველი იყო.

38 წლის მამაკაცს ბრალად ედება მაღაზიების ვიტრინებიდან სამკაულების და საათების მოპარვა, დანაშაულებს კი გამთენიისას ჩადიოდა.

პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა მის სახლშიც, საიდანაც დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა ამოიღეს.

როგორც ირკვევა, ის მაღაზიებს ძარცვავდა გლიფადის, ილიუპოლის და არგირუპოლის ტერიტორიებზე.

onalem

ტესტ