fbpx
რელიგია

ბერძენი, რომელსაც ბერად გახდომა აიძულეს, მორალური ზიანისთვის 2 მილიონს ითხოვს

კვიპროსში მცხოვრები ადგილობრივი ბერძნების ოჯახი ლიმასოლის ერთ-ერთ მონასტრის მიტროპოლიტსა და კვიპროსის მართლმადიდებლურ ეკლესიას მათ შვილზე ზეგავლენის მოხდენაში ადანაშაულებს. აწ უკვე 44 წლის პირი 2007 წელს ბერი გახდა და დღეს ის მორალური ზიანისთვის 2 მილიონ ევროს ითხოვს.

ხვალ, 29 ივნისს, კვიპროსში ყველაზე უჩვეულო სასამართლო პროცესი გაიმართება.

– 2002 წელს ორი სასულიერო პირი თანდათანობით დაუახლოვდა მას და გავლენის მოხდენა დაიწყეს. არწმუნებდნენ, რომ ოჯახისგან შორს უნდა ყოფილიყო და არა მხოლოდ ოჯახისგან. დედა აცხადებს, რომ მღვდლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მშობლებს და ბიჭს აქეზებდნენ, მათი მიმდევარი გამხდარიყო.

იმ დროს ბიჭი 28 წლის იყო. დედამისის ჩვენების თანახმად, ის ხასიათდებოდა როგორც ძალიან ძლიერი, კომუნიკაბელური და ენერგიული, ჰქონდა ბევრი ინტერესი, უყვარდა კრივი, სროლა, ნადირობა და კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა.

”ის რელიგიისგან ძალიან შორს იყო, ქალთან სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა და დაქორწინებასაც გეგმავდნენ. თუმცა, ეს ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მის ცხოვრებაში მიტროპოლიტი გამოჩნდა. მან აღსარების ჩაბარება და ყოველკვირეული ზიარება დაიწყო,” ჩივის დედა.

2007 წელს მან მშობლებს განუცხადა, რომ ტოვებდა თავის საერო ცხოვრებას და მონასტერში მიდიოდა. დედა მიტროპოლიტს მისი საუბრის და ჩივილის უყურადღებოდ დატოვებაში ადანაშაულებს. ნაცვლად იმისა, რომ ბიჭისთვის ხელი შეეშალა, მან განაცხადა, რომ მის ასაკში მას დამოუკიდებლად შეეძლო ამოერჩია საკუთარი ცხოვრებისეული გზა.

ბიჭის დედას კიდევ ერთი ქალი გამოეხმაურა, რომლის შვილიც ასევე ერთ-ერთი მონასტრის ბერი გახდა. ორივე მათგანი მონასტერს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ მღვდლები მათ შვილებს ეუბნებოდნენ, ემოქმედათ დამოუკიდებლად და არანაირი კონტაქტი არ ჰქონოდათ ოჯახთან.

ისმის კითხვა: ცდილობენ თუ არა მშობლები ეკლესიისგან თანხის მიღებას, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი შვილი მონასტერში წავიდა ?

onalem

ტესტ