fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენში ინფიცირებული ემიგრანტებისთვის კოვიდ-ოთახების შექმნის ინიციატივით ნანა თევდორაძე საზოგადოებას მიმართავს

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი ნანა თევდორაძე ათენში კოვიდ ინფიცირებული ემიგრანტებისთვის კოვიდ ოთახების შექმნის ინიციატივით გამოდის და განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ათენში ბოლო პერიოდში კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, კოვიდინფიცირებული ემიგრანტებისთვის შევქმნათ დროებითი განთავსების კოვიდ-ოთახები.

ვინაიდან ჩვენს კოვიდინფიცირებულ თანამემამულეებს, ვისაც არ ესაჭიროებათ კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია, სამუშაო ადგილებიდან უშვებენ და რჩებიან ღია ცის ქვეშ.

ვითარების მოსალოდნელი გართულებული პროგნოზებიდან და არსებული პრობლემიდან გამომდინარე, გამოვდივართ აღნიშნული ინიციატივით და მოგმართავთ ყველას, ვისათვისაც მისაღები და გასათვალისწინებელია ჩვენი ემიგრანტებისადმი ამგვარი ტიპის დახმარება და მოგიწოდებთ დაგვიდგეთ გვერდით ამ ჰუმანიტარულ საქმეში.

ჩვენს მიერ უკვე შერჩეულია რამდენიმე ფართი, რომლის დაქირავებაც შესაძლებელია და განთავსდება იზოლირებული კოვიდ-ოთახები. შემდგომ კი ოთახებში ელემენტარული პირობების შესაქმენელად საჭიროა შესაბამისი ნივთები.

აქედან გამომდინარე შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში და თუ გაქვთ საშუალება მოგვაწოდოთ საწოლები, თეთრეული, დივანი , ტელევიზორი, კარადა და ა.შ.”

ასევე ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს :
IBAN: GR0501100810000008100350928
ΕΦΝΙΚΗ ΤΡΑΠΕΖΑ.
მიმღები NANA PERADZE
საკონტაქტო ნომერი +30 699 519 78 18″
აცხადებს ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი ნანა თევდორაძე.

onalem

ტესტ