fbpx
საბერძნეთი

რა იპოვეს 30 წლის ალბანელის სახლში, რომელმაც კიფსელზე უკონტროლო სროლა დაიწყო?!

როგორც უკვე ცნობილია, ათენის ცენტრში პოლიციამ 30 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც დღეს დილით თავისი საცხოვრებელი ბინიდან გამოვიდა და უკონტროლო სროლა დაიწყო.

ირკვევა, რომ ალბანელმა მინიმუმ 6-ჯერ ისროლა უმისამართოდ და მხოლოდ დამთხვევიდან გამომდინარე, რომ გარეთ იმ მომენტისთვის ხალხის მოძრაობა არ  იყო, არავინ დაშავებულა.

პოლიციამ მის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა და იპოვეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი, 71 ვაზნა, ორი შეკვრა კოკაინი, საერთო ჯამში 117.7 გრამი.

ამ დროისთვის უცნობია, საიდან და რა მიზეზით ფლობდა ალბანელი ამ ყველაფერს, თუმცა, გამოძიება ცდილობს დაადგინოს, დაკავშირებულია თუ არა მასთან რაიმე სხვა დანაშაული და არის თუ არა რომელიმე კრიმინალური ორგანიზაციის წევრი.

ალბანელი ატიკის მთავარ განყოფილებაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ