fbpx
კრიმინალი

ამ დრომდე აღიარებული 7 მკვლელობა, საიდანაც ორი ბავშვია – სადამდე მიდის კვიპროსელი სერიული მკვლელის საქმე?!

არავინ არის დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი აქ მთავრდება. ნიკოს მეტაქსას მსხვერპლთა რაოდენობა ყოველ ორ-სამ დღეში იზრდება და პოლიცია შიშობს, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო დიდია. კვიპროსელმა სერიულმა მკვლელმა ამ დრომდე 7 ადამიანის მკვლელობა აღიარა, აქედან 5 ქალია, ხოლო ორი ბავშვი.

კერძოდ, მისი მსხვერპლია 37 წლის მერი როუზი და მისი 6 წლის ქალიშვილი, 28 წლის არიან პალანას ლოზანო, 29 წლის მარიკარ ვალტეზი, 36 წლის ლივია ბუნეა, მისი შვილი ნატალია ბუნეა და კიდევ ერთი ქალი, რომლის იდენტიფიცირებაც ამ დრომდე ვერ ხერდება.

მისი პირველი ოთხი მსხვერპლი ფილიპინებიდან არის. ორი რუმინეთიდან, ხოლო ერთი ინდოეთიდან ან ნეპალიდან. ინფორმაცია დაზუსტებული არ არის, რადგან მეტაქსა მის ეროვნებას ვერ იხსენებს.

ლივია და ნატალია ბუნეა

28 წლის არიან ლოზანო

მერი როუზი და მისი 6 წლის შვილი, სიერა გრეიზი

29 წლის მარიკარ ვალტეზი

onalem

ტესტ