fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ადამიანის ძვლები ქუჩაში – ნამდვილი სირცხვილი კუნძული ლესვოსისთვის (ფოტოები)

ბერძნული მედია ავრცელებს ფოტოებს, რომლებსაც ნამდვილი სირცხვილი უწოდეს. კუნძულ ლესვოსზე, კერძოდ, პლომარიში, ადამიანის ძვლები არა საკუთარ საფლავებში, არამედ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაზეა მიყრილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აგიოს ანარგიროს ტერიტორიაზე ერთ-ერთმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები წამოიწყო, რის დროსაც საფლავები დაიშალა, ხოლო გარდაცვლილთა ძვლები სწორედ იქ გადაიტანეს და ერთად დაყარეს.

აღნიშნული ქმედება საშინელი უპატივცემულობაა და ამაზე თავად პლომარის მოსახლეობაც საუბრობს.

გარდაცვლილთა მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობისა და მათი შეურაცხყოფის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

onalem

ტესტ