fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“უნდოდა დედას ბოლოჯერ ჩახუტებოდა, მაგრამ ვერ მოასწრო” – 6 წლის გოგონა ღორის გრიპმა იმსხვერპლა

ნიკოს სავასი საკუთარი შვილის სიცოცხლის ბოლო წუთებს იხსენებს. 6 წლის ევხარი ღორის გრიპის ვირუსით იყო დაინფიცირებული და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“ექიმებს ბავშვი ხელით ეჭირათ და მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ. არასოდეს დამავიწყდება ის, რომ ევხარის უნდოდა დედას ბოლოჯერ ჩახუტებოდა, მაგრამ ვერ მოასწრო. ის ძალიან მხიარული იყო, პატარა გოგონა, რომელმაც სიცოცხლე გვაჩუქა და ახლა უეცრად დაგვტოვა.”

6 წლის ევხარი ბებიას ეუბნებოდა, რომ მომავალში მასწავლებელი უნდა გამხდარიყო. ქალი სიტყვებით ვერ გადმოსცემს ტკივილს, რომელსაც შვილიშვილის სიკვდილის გამო განიცდის.

ცნობილია, რომ გოგონა საავადმყოფოში კვირას გადაიყვანეს და მაშინვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. სამწუხაროდ, ვირუსთან ბრძოლა ორგანიზმმა ვერ შეძლო.

onalem

ტესტ