fbpx
საბერძნეთი

“8 წლის გოგონას ფეხს კრავდნენ, რომ გაეგოთ, ცოცხალი იყო თუ არა” – მარა ზახარეამ ეთერში ემოციები ვერ შეიკავა

კერაცინში 8 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავმა საზოგადოება შეძრა, თუმცა, დეტალები, რომლებზეც მედია საუბრობს, ამბავს კიდევ უფრო შემზარავს ხდის. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რკინის კარში მოყოლილი გოგონა ვერავინ შენიშნა და ყველაფერი მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.

კადრები, რომლებიც ბოლოს ვრცელდება, ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს არაადამიანურ მოპყრობასთან. ჩანს, რომ 8 წლის ბავშვი, რომელიც მას შემდეგ, რაც კარში მოჰყვა, ქარხნის რამდენიმე თანამშრომელმა შენიშნა და მათ არც კი უცდიათ დახმარება, რამდენიმემ ისე ჩაუარა, თითქოს ბავშვი კი არა, რაიმე საგანი ყოფილიყოს, ხოლო ერთ-ერთი უახლოვდება და ნაცვლად იმისა, რომ დაუყოვნებლივ გამოიძახოს სამედიცინო ბრიგადა, იქნება გოგონა ცოცხალი იყო, დისტანციას იკავებს.

ყველაზე მძიმე კადრი შემდეგია, როცა ერთ-ერთი თანამშრომელი უახლოვდება და ბავშვს ფეხს კრავს, რომ შეამოწმოს ცოცხალია თუ არა. ადგილზე გაივლის რამდენიმე მანქანა და არცერთის მძღოლს არ მოსდის აზრად, საავადმყოფოში გადაიყვანოს 8 წლის ოლღა.

აღნიშნულ ტრაგედიაზე საუბრისას, ჟურნალისტმა მარა ზახარეამ ეთერში ემოციები ვერ შეიკავა:

onalem

ტესტ