fbpx
საბერძნეთი

600 ევრომდე თანხის მისაღებად სისტემა იხსნება – დღეიდან განაცხადების გაკეთება შესაძლებელია

საბერძნეთის მთავრობისგან, ელექტრო ენერგიის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, ფულადი დახმარების მისაღებად პლატფორმა დღეიდან იხსნება. ამრიგად, 17 ივნისიდან შესაძლებლობა გექნებათ, რომ გააკეთოთ განაცხადი და მიიღოთ თანხა, რომელიც გეკუთვნით, 18 ევროდან 600 ევრომდე.

თანხის რაოდენობა, რომელიც დაგერიცხებათ, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენი ევროთი მეტი გადაიხადეთ დენის გაძვირების შემდეგ 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით. აღნიშნულის გამოანგარიშება მოხდება ინდივიდუალურად.

განაცხადის გაკეთება შეუძლია ყველას, ვისაც წლიური ოჯახური შემოსავალი 45.000 ევრომდე აქვს, ცხადია, საჭირო იქნება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა (ფოროლოგიკი დილოსი).

განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა იქნება 30 ივნისამდე და საჭიროა:

1) აფიმი
2) ტაქსინეტის პირადი კოდები (კლიდარითმო)
3) ბანკის ანგარიშის ნომერი

სისტემაში შესვლა იწყება პლატფორმიდან Gov.gr და საჭიროა ასევე წარადგინოთ საშემოსავლო დეკლარაცია – E1.

თუ გაგიჭირდებათ აღნიშნული პროცესის შესრულება, შეგიძლიათ მიმართოთ ბუღალტერს დახმარებისთვის.

 

 

onalem

ტესტ