fbpx
საბერძნეთი

2024 წელს ათენის საჯარო ტრანსპორტში კონტროლიორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება

ათენის საჯარო ტრანსპორტში 2023 წელს 4 მილიონამდე შემოწმება ჩატარდა, ხოლო როგორც ბერძნული მედია იუწყება, 2024 წელს ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდა იგეგმება.

არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია თანამშრომელთა კონკრეტული რაოდენობის დაქირავება, რომელიც ბილეთების შემოწმებაზე იმუშავებს, ანუ გაიზრდება კონტროლიორთა რიცხვი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ადამიანთა მოვალეობაში არ შევა მხოლოდ ბილეთების შემოწმება, არამედ მგზავრების დახმარებაც, მათთვის მიმართულების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში და ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ადამიანი თავს არიდებს ბილეთის შეძენას, კონტროლიორთა რაოდენობა გაიზრდება სწორედ ამ დარღვევასთან საბრძოლველად.

უახლოეს მომავალში დაინერგება საჯარო ტრანსპორტით სარგებლობის საფასურის პირდაპირ ტელეფონებიდან გადახდის ინოვაციაც, რაც შეამცირებს რიგებსა და ქაღალდის ბილეთების მოხმარების ტენდენციას.

onalem

ტესტ