საჯარო საავადმყოფოს პალატაში ჭერი ჩამოინგრა – დაშავებულია პაციენტის დედა

ინციდენტი გუშინ შუაღამით, ნიკეას საჯარო საავადმყოფოში მოხდა. ერთ-ერთ პალატაში იწვა გოგონა, რომლის ოპერაციაც დილისთვის იყო დაგეგმილი. მასთან ერთად იყო მისი დედაც, რომელიც აღნიშნულ პალატაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად სერიოზულად დაშავდა.

დღეს ოპერაცია ჩაუტარდა ქალსაც, რადგან მან მოტეხილობები მიიღო.

საბერძნეთის საავადმყოფოს მოხელეთა გაერთიანება იტყობინება, რომ საავადმყოფოების ინფრასტრუქტურა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ფაქტობრივად, დანგრევის პირასაა, რაც მსგავსი ინციდენტებით დასტურდება.

გაერთიანება ჩივის, რომ მაკედონია-თრაკის სამინისტროს გასარემონტებლად მთავრობამ 18, 600 ევრო გაიღო, ხოლო ის დაწესებულებები, სადაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყურადღების გარეშე რჩება.

იხილეთ ვითარება:

melano

ტესტ