ათენის კომერციული სამკუთხედი: კიდევ ორი ქუჩა ქვეითად მოსიარულეთათვის

ათენის კომერციულ სამკუთხედად გადაქცევის პროექტის ფარგლებში 28 სექტემბერს ქალაქის ცენტრში კიდევ ორი ქუჩა იქცევა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ქუჩებად. ესენია: ავრამიოტუ და კარორი.
ბოლო 5 თვის მანძილზე ათენის მუნიციპალიტეტმა სულ 8 ქუჩა გადააკეთა იმისთვის, რომ იქ მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებმა იარონ. კერძოდ: ვისის, კაირის, აგათონოს, კარორი (ვორეუმდე), პოლიკლიტუს, ვლახავა, ხრისოსპილიოტისის და ნიკის ქუჩები.

ათენის მერი გიორგოს კამინისი აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებმა მეტი თავდაჯერებულობა შემატა ბიზნესმენებს და მოვაჭრეებს, რომლებიც საქმიანობას ამ ტერიტორიაზე ახორციელებენ.