fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ერთჯერადი დახმარება საშუალოდ 500 ევროს ოდენობით. იხილეთ როგორ:

საბერძნეთი: ერთჯერადი სოციალური დახმარება,რისთვისაც 6 მარტივი ნაბიჯია საჭირო:

როგორც საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, ალექსის ციპრამ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთის ბიუჯეტს ამ წელს უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა, ვიდრე გასავალი, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უკვე მეორედ, დაბალშემოსავლიან საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარონ, არ აქვს მნიშვნელობა, ესენი არიან ბერძნები თუ უცხოელები.

კერძოდ,, 15 დეკემბრამდე ამ დახმარებას მილიონნახევარი საბერძნეთში მცხოვრები ადამიანი მიიღებს თავისი ბანკის ანგარიშზე და საერთო ჯამში თითეული 500 ევრომდე აიღებს.

ელექტრონული ფორმა, რომელიც უნდა შეივსოს, რათა ეს დახმარება ჩაგერიცხოთ, მოქმედებაში იქნება 12 დეკემბრამდე. მოდით ვნახოთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საჭიროა რათა ფორმა შეავსოთ:

ნაბიჯი 1: როდესაც ელექტრონულ სისტემაში შეხვალთ, უნდა დაადასტუროთ თქვენი AMKA, ასევე თქვენი პირადი მონაცემები, თქვენი ქმრის/ცოლის და თქვენი შვილების (იმ შემთხვევაში თუ ისინიც ერთ სახლში არიან რეგისტრირებულნი).

ნაბიჯი 2: როგორც კი გაივლით დადასტურების პროცესს, ეკრანზე გამოჩნდება თქვენი პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ა.შ) ასევე, წლიური შემოსავალი და უძრავი ქონება, პლუს თქვენი ოჯახის წევრების ჩამონათვალი.

ნაბიჯი 3: შემდეგ უნდა შეავსოთ თქვენი ბანკის IBAN, არ აქვს მნიშვნელობა ბანკის ანგარიშში თქვენ ხართ მარტო გატარებული თუ თქვენთან ერთად სხვაც არის გატარებული. ასევე უნდა შეავსოთ თქვენი იმეილი და მობილურის ნომერი.

ნაბიჯი 4: იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სახლში, ასევე არსებობს რეგისტრირებული სხვა სრულწლოვანი პირი, მათაც, თავიანთი TAXISNET-ის პაროლებით, უნდა დაადასტურონ, რომ ამა და ამ სახლში (რომელიც თქვენს სახელზეა დარეგისტრირებული) ცხოვრობენ.

ნაბიჯი 5: როგორც კი ამ პროცესს გაივლით, შემდეგ სისტემა ავოტომატურად გიჩვენებთ, მიიღებთ თუ არა ამ ერთჯერად დახმარებას. ასევე გიჩვენებთ, თუ რა თანხა ჩაგერიცხებათ დეკემბრის ბოლომდე.

ნაბიჯი 6: იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ გიჩვენათ, რომ თანხის ასაღებად კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, აწვებით ღილაკს [Έγκριση -Συναίνεση].

ელექტრონული სისტემა, სადაც ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ: https://www.koinonikomerisma.gr/

იხილეთ ვიდეო ნაბიჯ-ნაბიჯ:

მაინც ვერ აკეთებთ? მიაკითხეთ თქვენს ბუღალტერს და ის გააკეთებს. მათი ტარიფი სისტემის შევსებისთვის 10-20 ევროა.