fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! იხსნება კაფეები და ტავერნები, იცვლება გადაადგილებაზე აკრძალვის საათები – ნახეთ დეტალები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექსპერტთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, გაიცა რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც საბერძნეთის მთავრობა იმოქმედებს.

კომიტეტმა მწვანე შუქი “აუნთო” ტავერნებისა და კაფეების გახსნას, მხოლოდ მცირე რაოდენობის მაგიდებით. ირკვევა, რომ აღნიშნული დაწესებულებები მუშაობას აღადგენენ აღდგომის შემდეგ, 4 მაისს. ორ კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება ფინჯანი ყავის დალევა თქვენთვის საყვარელ კაფეში.

ცხადია, გაიხსნება ჯერ მხოლოდ გარე ტერიტორიები, განსაზღვრული იქნება მაგიდებს შორის დაშორება, რათა კლიენტებს შორის დაცული იყოს საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლები, ექსპერტთა რეკომენდაციით, გაიხსნება 10 მაისისთვის. გარდა ამისა, პროფესორები ფიქრობენ, რომ ვნების კვირაში გადაადგილებაზე აკრძალვა 22:00 საათიდან უნდა იყოს და არა 21:00 საათიდან, ხოლო აღდგომის კვირის შემდეგ უკვე 23:00 საათიდან.

არსებული ცნობებით, აღდგომას სოფლებისა და კუნძულების მიმართულებით წასვლა კვლავ აკრძალული რჩება, ხოლო ექსპერტები მოსახლეობას ურჩევენ, შეიკრიბოს არაუმეტეს 9 ადამიანი, ანუ ორი ოჯახი, ხოლო თუკი მაგიდა დაიდგმება ღია სივრცეში, დასაშვებია 12 ადამიანის ერთად ყოფნა.

მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილება დაშვებული 14 მაისიდან გახდება.

*კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა გამორიცხული არ არის.

 

onalem

ტესტ